
ჩვენ ვაშენებთ აზერბაიჯანში, საქართველოსა და თურქეთში
კომპანია Costasky Construction მოთუთიებული პროფილებისგან აწარმოებს სახლების და შენობების მზიდ კარკასებს „გასაღების ჩაბარებით“. კედლების და სართულებს შორის გადასახურავისთვის იყენებენ მსუბუქ სამშენებლო პროფილებს, დგარიანს და მიმართულს. მშენებლობის ობიექტზე ლითონის კარკასის მონტაჟის განხორციელება შეუძლია საშუალო კვალიფიკაციის მქონე მუშათა მცირერიცხოვან ბრიგადას, მძიმე ტექნიკის გამოყენების გარეშე.
ლითონის კონსტრუქციებისგან სწრაფად აღმართული სახლების მშენებლობის შვედურმა ტექნოლოგიამ დიდი პოპულარობა მოიპოვა, რადგან ასეთ სახლებსა და კოტეჯებს ბევრი უპირატესობა აქვთ აგურისგან ან ბეტონისგან აშენებულ სახლებთან შედარებით.
ლითონის კონსტრუქციებისგან დამზადებული სწრაფად აღმარффთული სახლები გამოირჩევა მცირე წონით, ამიტომ მათ არ სჭირდება საფუძვლიანად ჩაღრმავებული მძიმე ფუნდამენტი. შედეგად, ლითონის კონსტრუქციებისგან დამზადებული იაფი სწრაფად აღმართული სახლები იძლევა ლითონის და ბეტონის მნიშვნელოვნად ეკონომიის საშუალებას.
კარკას-პანელის სწრაფად აღმართული სახლების მშენებლობა ბევრად უფრო სწრაფად მიმდინარეობს, ვიდრე სხვა სამშენებლო მასალებისგან დამზადებული სახლები. მსუბუქი ფოლადის თხელკედლიანი კონსტრუქციების ტექნოლოგია — ლითონის კარკასიდან სახლების აღმართვა სითხეების, ხსნარების, ნარევების გამოყენების გარეშე იძლევა მცირესართულიანი სახლების მშენებლობის საშუალებას (სამ სართულამდე) ნებისმიერ სეზონზე. შიდა კედლების მოპირკეთების დაწყება შეიძლება სახურავის მონტაჟის დასრულებისთანავე. ლითონის კარსასებით დამზადებული სახლები არ საჭიროებს მოჯდომას და შეუძლია გაუძლოს ძლიერ დატვირთვას. ყველა შიდა კომუნიკაცია განთავსებულია შენობის კედლებსა და ჭერში.
სამშენებლო კომპლექტის საბზო ვარიანტი:
ფუნდამენტი
ლენტისებრი მცირედ ჩაღრმავებული – მონოლითური რკინაბეტონი
გარე კედლები:
მზიდი კარკასი – ფოლადის მოთუთიებული თერმოპროფილი 150/200-2.0 მმ
დაფარვა – ბორდექსი, ბეტოპანი, საიტინგი
მათბუნებელი – ქვაბამბა
შიდა კედლები:
მზიდი – ფოლადის მოთუთიებული თერმოპროფილი 100/200-1.0/2.0 მმ
ტიხარი – ფოლადის მოთუთიებული თერმოპროფილი 100/150-1.0/1.2 მმ
დაფარვა – OSB-ს ფილები და თაბაშირ მუყაოს ფიცრები
გადახურვა შავ იატაკთან:
ფერმები – ფოლადის მოთუთიებული თერმოპროფილი 200/250-2.0 მმ
სახურავი:
მსუბუქი კოჭები – ფოლადის მოთუთიებული თერმოპროფილი 200-2.0 მმ+ მოლარტყვა
დაფარვა – OSB-ს ნესტის გამძლე ფანერა
მათბუნებელი – მინერალური ბამბის ფილა ბაზალტის ბოჭკოების საფუძველზე + ტენის იზოლაცია
საფარი (მოპირკეთება) – ლითონის კრამიტი ან ბიტუმის კრამიტი
მათბუნებლად ლითონის პროფილებისგან დამზადებული კარკასის სწრაფად აღმართავ სახლებში ჩვეულებრივ გამოიყენება მინერალური ბამბა, ხოლო ქარისგან დასაცავად, მსუბუქი ფოლადის თხელკედლიანი კონსტრუქციებისგან დამზადებული კარკასიანი სახლები, დაფარულია ბორდექსით ან ბეტოპანით. სწრაფად აღმართული სახლების დანარჩენი მოწყობა ხორციელდება დამკვეთის გემოვნებისა და სურვილების გათვალისწინებით. სამშენებლო მასალების არჩევანი ბაზარზე დიდია. თქვენი ფანტაზიისა და საღი აზრის გამოყენებით, თქვენ შეგიძლიათ შექმნათ თქვენთვის უნიკალური სწრაფად ასაწყობი სახლი მსუბუქი ფოლადის თხელკედლიანი კონსტრუქციებისგან – თბილი, უნივერსალური, ფართო და რაც მთავარია, იაფი!
ლითონის კონსტრუქციებისგან დამზადებული სახლების მთავარი უპირატესობები ისაა, რომ ისინი სწრაფად აღიმართება ნებისმიერ სეზონზე, სრულიად ცეცხლგამძლეა, უძლებს 9 ბალიანი და ზემოთ მიწისძვრებს და მთავარი უპირატესობა ტრადიციულ მშენებლობასთან არის ის, რომ ლითონის კონსტრუქციებისგან დამზადებული სახლები იაფად იშლება და მათი აწყობა შეიძლება ახალ ადგილას.